ჩვენ შესახებ
ივრის ფერმები ორიენტირებულია მდგრადი, გრძელვადიანი აქტივის შექმნასა და პირველადი პროდუქტის წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. ადგილობრივ თემებთან და ესპანელ ექსპერტებთან თანამშრომლობით ეტაპობრივად მიმდინარეობს კაკლოვანი კულტურების გაშენება ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცარიელი და აუთვისებელი იყო.



ფილოსოფია
ივრის ფერმების ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის დივერსიფიკაციას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ოპერაციული გამოცდილების დანერგვითა და გამოყენებით. ჩვენი სტრატეგია აერთიანებს ტრადიციულ ცოდნასა და თანამედროვე მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების მდგრად და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით წარმართვას.
ადგილმდებარეობა
ივრის ფერმები ბიოლოგიურად მრავალფეროვან რელიეფზე მდებარეობს, სადაც ცხოველთა და მცენარეთა უნიკალური ჯიშებია თავმოყრილი - მათ შორის, ენდემური ნუშისა და ფისტის სახეობები.ბაღების მიმდებარედ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარე იორი მიედინება, რომელიც როგორც ფერმებისთვის, ისე რეგიონისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს. ივრის ფერმების მიწები საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვართან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მდებარეობს. ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ქართველები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უძველეს ადგილობრივ კულტურას ინახავენ.

