
მიწა და ინფრასტრუქტურა
ივრის ფერმები 2022 წელს დაარსდა. ამჟამად ჩვენი ბაღები უკვე 350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზეა გაშენებული. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება, ხოლო წყალი ორ 25 000 და 43 000 კუბმეტრიან რეზერვუარში გროვდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტური გამოყენებისა და ივრის ფერმების სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელი შექმნა.
.webp%3F2026-08-04T16%253A15%253A28.365Z&w=3840&q=85)







ივრის ფერმები იყენებს ესპანელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სტანდარტთან. ოპერაციული ეფექტურობისა და მდგრადობისთვის ყოველდღიური სამუშაოების დიდი ნაწილი სრულად მექანიზებულია, რისთვისაც თანამედროვე აგრეგატები და დანადგარები გამოიყენება.
ივრის ფერმების უნიკალური მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, დავასაქმოთ ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ქართველები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რაც რეგიონის მასშტაბით მათი ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენი აგრონომები და დარგის ექსპერტები მათ მუდმივად უზიარებენ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს.

