ძირითად შიგთავსზე გადასვლა
Iori FarmsEN

მდგრადობა

ივრის ფერმების მენეჯმენტის სტრატეგია შემუშავებულია სოფლის მეურნეობის კლიმატგონივრული პრაქტიკების გათვალისწინებით, რათა ჩვენი ბაღები იყოს უფრო მდგრადი მუდმივად ცვალებადი კლიმატის მიმართ. ივრის ფერმების ბაღების გასაშენებელი ნიადაგი მისი ბუნებრივი ჰორიზონტალური განლაგების უცვლელად და სტრუქტურაში მინიმალური ჩარევით დამუშავდა. ამასთანავე, შეიქმნა ბალახის საფარი, რომელიც ნიადაგს დატბორვისა და ეროზიისგან იცავს.

Iori client sustainability 1
Iori client sustainability 2
Iori client sustainability 3
Iori client sustainability 4

ზუსტი მიწათმოქმედება

პესტიციდების მიზანმიმართული და დაბალანსებული მოხმარებისთვის მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკას (IPM) ვიყენებთ. ამასთანავე, ჩვენი აგრონომთა გუნდი ესპანელ ექსპერტებთან ერთად მუშაობს სასუქის ზუსტ დოზირებაზე, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მიღებული პროდუქტის უვნებლობას, არამედ გარემოზეც მინიმალური გავლენა აქვს.